პროექტები






პროექტის სახელწოდება: The Internet-Word Wide Web

პროექტის მთავარი მიზანი: პროექტში ჩართული მოსწავლეები გაეცნობიან ინტერნეტის ისტორიას და მის განვითარებას საქართველოში.

პროექტის აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან ინფორმაციას ინტერნეტის შესახებ, მის წარმოშობასა და განვითარებას საქართველოში. მოპოვებულ ინფორმაციას დაურთავენ ფოტო მასალას.

მონაწილეთა კლასი: IX

ხანგრძლივობა: 3კვირა

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მონაწილეები და მის პრეზენტაციაზე დამსწრე სხვა კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ინტერნეტის ისტორიას. მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის ძიების, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარები.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა1: მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად, პირველი ჯგუფი მოიძიებს ზოგადად ინტერნეტის ისტორიას, მეორე ჯგუფი კი ქართული ინტერნეტის ისტორიას. ამ ინფორმაციას მოსწავლეები იძიებენ ინტერნეტში

აქტივობა2: მოძიებულ ინფორმაციას თარგმნიან პროგრამა Google translate-ის დახმარებით.

აქტივობა3: პროგრამა Excel-ის საშუალებით შეადგენენ დიაგრამას სახელწოდებით: „ინტერნეტი საქართველოში“, სადაც მოცემული იქნება ყოველწლიური ზრდა მომხმარებლის მიხედვით.

აქტივობა4: მოსწაავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და ერთობლივად მოაწყობენ პრეზენტაციას პროგრამა Power Point-ის გამოყენებით. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტ-ვიკიპედია, Google translate და პროგრამა Power Point.

სამუშაო ენა: ინგლისური

საგნებთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ძიებისა და კითხვის უნარს, აითვისებენ ლექსიკურ მარაგს.

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კაპანაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natiakapanadze23@gmail.com





პროექტის სახელწოდება: All about English

პროექტის მთავარი მიზანი: პროექტში ჩართული მოსწავლეები გაეცნობიან ინგლისური ენის წამოშობისა და განვითარების ისტორიას.

მონაწილეთა კლასი: IX

ხანგრძლივობა: 4კვირა

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მონაწილეები და პრეზენტაციზე დამსწრე მოსწავლეები გაეცნობიან ინგლისური ენის წარმოშობასა და განვოთარებას. შეისწავლიან ინგლისური ენის ისტორიას მისი წარმოშობიდან დღემდე, თუ როგორ გახდა იგი დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენა, რომელსაც გლობალურ ენასაც უწოდებენ.

პროექტის მსვლელობა:

ატივობა1: მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი მოიძიებს ინგლისური ენის ისტორიას, თუ როდის დაფუძვნდა იგი და რომელ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ინგლისური ენის გავრცელების არეალზე. დაახლოებით რამდენი ადამიანი საუბრობს ამ ენაზე, აქედან რამდენისთვისაა ოფიციალური ენა და რამდენისთვის მეორადი ენა.

აქტივობა2: მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას გადათარგმნიან Google translate-ის დახმარებით.

აქტივობა3: მოსწავლეები პროგრამა Excel-ის გამოყენებით შეადგენენ დიაგრამას სახელწოდებით: ,,ინგლისუი ენის გავრცელების არეალი”, სადაც ნაჩვენები იქნება ამ ენაზე მოსაუბრე ხალხთა პროცენტული მაჩვენებლიდან რამდენისთვისაა იგი ოფიციალური და რამდენისთვის მეორადი ენა.

აქტივობა4: მოსწავლეთა ორივე ჯგუფი გაუზიარებს ერთმანეთს მოძიებულ მასალას, რის შედეგადაც მოამზადებენ პრეზენტაციას პროგამა Power Point-ის გამოყენებით.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტ-ვიკიპედია, პროგრამა Excel, Power point და Google tanslate.

სამუშაო ენა: ინგლისური.

საგმებთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ საგნის ისტორიის ცოდნას. გაიუმჯობესებენ ძიების უნარს, აითვისებენ ლექსიკურ მარაგს.

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კაპანაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natiakapanadze23@gmail.com


No comments:

Post a Comment