გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის მთავარი თემა
ანბანი, ფერები, ახალი სიტყვები
მასწავლებლის სახელი, გვარი
ნათია კაპანაძე
სწავლების საფეხური
IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი
8მოსწავლე, არ მყავს განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ მითითებული ინსტრუქციების მოსმენა და გაგება. ნაცნობ სიტყვებზე აგებული ტექსტის მოსმენა და თარგმნა. მოსწავლეებს აქვთ ხმამაღალი კითხვის უნარი
წინასწარი ცოდნა
იციან ანბანი, ფერები და ფლობენ ბუკის მოხმარებას
თანმიმდევრობა
Aფაზა/გამოწვევა
აქტივობა1
ბავშვებს ვაჩვენებ პლაკატებს და სურათბს კომპიუტერის საშუალებით, სადაც მოცემულია ანბანის ასოები სხვადასხვა ფერებით. ვუხსნი თუ რომელია ესა თუ ის ასო და რაფერია იგი.
დრო:10წთ
Bფაზა/ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა2
ჯგუფური მუშაობა
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა ანბანის სურათები:
Iჯგუფი-Aასო,
IIჯგუფი-Bასო,
IIIჯგუფი-Dასო.
მათ უნდა მოიძიონ ინგლისურის საგანმანათლებლო თამაშებში ეს ასოები და მათი გამოყენებით შემდგარი სიტყვები
დრო:წთ
აქტივობა3
მოსწავლეები უსმენენ აუდიო მასალით ახალ სიტყვებს რამოდენიმეჯერ და იმეორებენ
დრო:7წთ
Cფაზა/რეფლექსია
აქტივობა4
დასკვნითი ნაწილი
მასალის ათვისების ხარისხის შემოწმების მიზნით მოსწავლეები პასუხობენ ინდივიდუალურად მათ მიერ საგანმანათლებლო თამაშებში მოძიებული სიტყვების თარგმანს
დრო:10წთ
აქტივობა5
საშინაო დავალება
წიგნიდან და საგანმანათლებლო თამაშებიდან ეძლევათ ტექსტი მოსაძიებლად, რომელშიც იქნება გამოყენებული გაკვეთილზე მოსმენილი სიტყვები. წერითი დავალებისათვის ეძლევათ რვეულებში გამოწერილი სიტყვები, რათა გამოწერონ და განამტკიცონ გაკვეთილზე მოსმენილი მასალა
შეფასება
შეფასების რუბრიკები:
სიტყვების წარმოთქმა გასაგებად.
ჯგუფური მუშაობა,ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობის პროცესში.
კითხვებზე პასუხი.


საგანმანათლებლო რესურსები და საკლასო მენეჯმენტი
სახელმძღვანელო-English World1,კალმები, სამუშაო რვეულები,პლაკატები, ბუკი და პროგრამა Elernic

შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
მინიმალური

საშუალო

მაღალი

ხმამაღალი კითხვის უნარი
უჭირს კითხვა, კითხულობს დიდი პაუზებით; სიტყვებს უმეტესად არასწორად გამოთქვამს, ინტონაცია ცუდია
კარგად კითხულობს, მაგრამ ზოგორთ სიტყვას არასწორად გამოთქვამს. ინტონაცია ძირითადად კარგია
კითხულობს გაბმულად და უშეცდომოდ, ინტონაციაც შესაბამისია
საშინაო დავალებასთან შესაბამისობა
არ შეესაბამება დავალებას
მიყება ინსტრუქციებს, მაგრამ ზედაპირულად
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილადაა შესრულებული
ჯგუფური მუშაობა
არ ღებულობს მონაწილეობას
თანამშრომლობს კლასელებთან და შეუძლია დავალების შესრულება ნაწილობრივ
აქტიურადაა ჩართული მუშაობაში. შეუძლია იყოს კარგი პრეზენტატორი
პროგრამა elernic-ში მუშაობა
არ იცის პროგრამაში მუშაობა, ფაილების  მიღება-გადაგზავნა, ვერ იყენებს საგანმანათლებლო თამაშებს
ნაწილობრივ იცის პროგრამაში მუშაობა, ფაილების მიღება-გადაგზავნა, საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება. საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
დამოუკუდებლად მუშაობს პროგრამაში, კარგად იცის ფაილების მიღება-გადაგზავნა, საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება
უცხო სიტყვების ცოდნა
არ იცის
იცის მაგრამ უჭირს მათი გამოყენება
იცის კარგად და მათი გამოყენებით შეუძლია წინადადების შედგენა
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული, მოთხოვნების უმრავლესობა არაა გათვალისწინებული
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნები ზოგადად გათვალისწინებულია
ყველა მიზანი სრულყოფილადაა მიღწეული



გაკვეთილის მთავარი თემა

Sporting tradition

მასწავლებლის სახელი, გვარი

ნათია კაპანაძე

საგნები

ინგლისური ენა

სწავლების საფეხური

IX კლასი

მოსწავლეთა პროფილი

არ არის განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლე

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლეებმა შეისწავლონ სპორტი სხვადასხვა სახეობების სახელწოდებები, მათთან დაკავშირებული ინფორმაცია და ახალი სიტყვები

წინასწარი ცოდნა

ფლობენ ზოგად ინფორმაციას სპორტის სახეობებზე, ასევე კომპიუტერის გამოყენებას

თანმიმდევრობა

Aფაზა/გამოწვევა

აქტივობა 1

მოსწავლეებს კომპიუტერის საშუალებით ვუჩვენებ სხვადასხვა სპორტული თამაშების ნაწყვეტს, ვეკითხები თუ რა იციან ამ თამაშების შესახებ და ასევე ვასწავლი მათ ინგლისურ მნიშვნელობას.   დრო:10წუთი

Bფაზა/ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 2

ჯგუფური მუშაობა

მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა სხვადასხვა სპორტული თამაშის სურათები. პირველმა ჯგუფმა უნდა მოიძიოს ინფომაცია ინტერნეტის საშუალებით ფეხბურთზე, მეორე ჯგუფმა რაგბზე, ხოლო მესამე ჯგუფმა კი კალათბურთზე.

დრო:10წუთი

აქტივობა 3

მოსწავლეები აუდიო მასალით უსმენენ ტექსტებს სპორტულ თამაშებზე, რომელშიც მოცემულია სამივე თამაშზე ინფორმაცია.

დრო:10 წუთი

აქტივობა 4

დასკვნითი ნაწილი

მასალის ათვისების ხაისხის შემოწმების მიზნით მოსწვლეებს ვუსვამ შეკითხვებს და მპასუხობენ ინდივიდუალურად.

დო:10 წუთი                        

აქტივობა 5

საშინო დავალება

წიგნიდან ეძლევათ ტექსტი, რომელშიც მოცემულია გაკვეთილზე მოსმენილი მასალა. ამ მასალის გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან საკუთარი აზრი სპორტის ამ სახეობებზე: ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი. წერითი დავალებისათვის ეძლევათ გაკვეთილის შესაბამისი სავარჯიშოები სამუშაო რვეულიდან.

დრო:5 წუთი


შეფასება

შეფაებისათვის ვიყენებ რუბრიკებს:

·          ტექსტის მოყოლა გასაგებად.
·          მთავარი თემისა და ინფომაციის ამოცნობა, გაგება.
·          ჯგუფური მუშაობა, ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობის პროცესში.
·          დავალებასთან შესაბამისობა.
·          მთლიანი შთაბეჭდილება.

საგანმანათლებლო რესურსები და საკლასი მენეჯმენტი

სახელმძღვანელო:TOP SCORE 3, კალმები, სამუშაო რვეულები, კომპიუტერი, პლაკატები, CD.

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
მინიმალური
1-3
საშუალოზე დაბალი
4-6
საშუალოზე მაღალი
7-8
მაქსიმალური
9-10
ტექსტის მოყოლა გასაგებად
უჭირს მოყოლა, ყვება დიდი პაუზებით. სიტყვებს უმეტესად არასწორად გამოთქვამს. არ სვამს მახვილებს, ინტონაცია ცუდია
ცდილობს კარგად მოყვეს, თუმცა არ გამოსდის. მახვილებს იშვიათად სვამს, ინტონაციას არაუშავს
კაგად ყვება, მაგრამ ზოგიერთ სიტყვას არასწორად გამოთქვამს. მახვილები უმეტესად სწორია. ინტონაცია ძირითადად კარგია
ყვება გაბმულად და უშეცდომოდ. მახვილებს სვამს სწორად და ინტონაციაც შესაბამისია
მთავარი თემისა და ინფორმაციის ამოცნობა, გაგება
უჭირს მთავარი თემის ამოცნობა. ვერ იგებს ინფორმაციას და ვერ ახერხებს მის ამოცნობას დახმარების გარეშე
ძნელად მაგრამ მაინც ახერხებს მთავარი თემის ამოცნობას. ცდილობს მაგრამ უჭირს მოცემული ინფორმაციის გაგება
არ უჭირს მთავარი თემის ამოცნობა, თუმცა სრულყოფილად ვერ იგებს მას
ადვილად ახერხებს მთავარი თემის ამოცნობას და არ უჭირს ინფორმაციის გაგება
ჯგუფური მუშაობა
არ ღებულობს მონაწილეობას
ცდილობს ჩაერთოს მუშაობაში
თანამშრომლობს კლასელებთან და ნაწილობრივ შეუძლია დავალების  შესრულება
აქტიურადაა ჩართული მუშაობაში. შეუძლია იყოს კარგი პრეზენტატორი
დავალებასთან შესაბამისობა
არ შეესაბამება დავალებას
მიჰყვება ინსტრუქციათაგან  ზოგიერთს
მიჰყვება ინსტუქციებს, თუმცა ზედაპირულად
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილადაა შესრულებული
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული, მოთხოვნების უმავლესობა არაა გათვალისწინებულია
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი. გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა ძირითადად გათვალისწინებულია
ყველა მიზანი სულყოფილადაა მიღწეული


No comments:

Post a Comment